თამარ გუგუნავას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა

18:53, 25.10.2022

სმირნოვების მუზეუმში“​ მხატვარ-დეკორატორ თამარ გუგუნავას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია ბოლო პერიოდში ავტორის მიერ შექმნილ რამდენიმე ათეულ ნამუშევარს აერთიანებს. გამოფენა მუზეუმის პროექტის, „შეხვედრები ტაბიძის 20-ში“ ფარგლებში დაიგეგმა. კვირეულის ფარგლებში, მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, კვირის განმავლობაში ტარდება სხვადასხვა მხატვრის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და შემოქმედებითი მასტერკლასები. გამოფენა 25-28 ოქტომბრის ჩათვლით იქნება წარდგენილი.

მსგავსი