თამარ ჟვანია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. თამარ ჟვანიამ მესამე სექტორს წინასაარჩევნო ვითარების, პროცედურებისა და ბოლო დღეების განმავლობაში, მათ შორის ზუგდიდში განვითარებული მოვლენების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ ვითარებამ საარჩევნო პროცესზე და შეუშლის თუ არა ხელს, არჩევნების სამართლიან და მშვიდ ვითარებაში წარმართვას, ეს საკითხი დღეს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

არასამთავრობო სექტორმა ცესკო-სგან ამ დროისთვის დარეგისტრირებული საჩივრების შესახებაც მიიღო ინფორმაცია. ასევე ითქვა, რომ 19 მაისის შუალედურ არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლებს ელოდებიან. პროცესს ადგილობრივი ორგანიზაციებიც აქტიურად მიადევნებენ თვალს. შეხვედრა საარჩევნო ადმინისტრაციაში დახურულ ფორმატში წარიმართა.