თამარ ჩუგოშვილის განცხადება

„ომეგა ჯგუფი” მედიასაშუალებასთან კავშირს ბოროტად იყენებს – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი ტელეკომპანია „იბერიის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, ბიზნესმენებმა თავიანთი ფინანსური პრობლემები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლად არ უნდა მონათლონ და მეწილეებმა ურთიერთობები ერთმანეთთან უნდა გაარკვიონ.