თამარ ჩუგოშვილი გაეროში სიტყვით გამოვიდა

გენდერული თანასწორობის კუთხით საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა თამარ ჩუგოშვილმა გაეროში.

ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 62-ე სესიაზე, სოფლად მცხოვრებ ქალთა და გოგონათა გაძლიერებას გაესვა ხაზი.

თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ 2017 წელს ქვეყანაში განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

აქცენტი გაკეთდა საქართველოს მიერ სტამბულის კონვენციის რატიფიცირების მნიშვნელობაზე, რასაც, თავის მხრივ, ცვლილებები მოჰყვა 20-ზე მეტ კანონპროექტში.