თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადება - გამოხმაურებები

სად ხდებოდა 4 ოქტომბრის რევოლუციური სცენარების განხილვა? – ამ საკითხზე თამარ ჩერგოლეიშვილმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ისაუბრა. პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი ამტკიცებს, რომ აქვს უტყუარი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ამ თემაზე ახალაიას სახლში შეხვედრები ტარდებოდა. ჩერგოლეიშვილის თქმით, შეხვედრებთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაც იყო. აღნიშნულ განცხადებას პასუხობენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. თემას ასევე ეხმაურებიან უმრავლესობის წევრებიც.