თამარ ჩერგოლეიშვილის გამოხმაურება

ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება შიმშილობის დაწყების შესახებ მოულოდნელი აღმოჩნდა ოპოზიციის ნაწილისთვის, მათ შორის მათთვის, ვინც „დროას“ ლიდერთან ერთად, სალომე ზურაბიშვილის პლატფორმის გარშემო ერთობლივად მუშაობდნენ. მათ შორის არის თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში წერს:

„თავისი გეგმა ჰქონდა დახატული „ფაუერფოინთში“ და იეჰოვას მოწმესავით დადიოდა, სთავაზობდა პლატფორმას, პარტიებს, სამოქალაქო ჯგუფებს. ეს გეგმა იყო თვითმმართველობის არჩევნებად წოდებული ფარსის ბოიკოტი და ერთობლივი საპროტესტო კამპანია რეჟიმის ჩამოშლის, ახალი საპარლამენტო არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების ამოცანით. ვის მოსწონდა ეს გეგმა და ვის არა, ცალკე საკითხია. მაგრამ ელენეს გეგმა შიმშილობა არ ყოფილა. კარდაკარ დაატარებდა სულ სხვა გეგმას! სხვა არაფერი ვიცი. მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

თამარ ჩერგოლეიშვილი – ელენე ხოშტარიას გეგმა შიმშილობა არ ყოფილა, კარდაკარ დაატარებდა სულ სხვა გეგმას, მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება