თამარ ჩერგოლეიშვილის გამოხმაურება

15:09, 29.11.2026

„ნაციონალურ მოძრაობას“ რამდენიმე პოსტით უპასუხა სოციალურ ქსელში „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა. „როგორც დაგპირდით, ჩვენი გზავნილის დისციპლინა დაცულია – ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა“,

„აბსოლუტურად ყველა აქციაზე, სადაც სააკაშვილის პლაკატებს ცხვირში შეგვთხრიან, აფრიალდება ბანერები, სადაც ვიტყვით, რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე, მიშას არ ნიშნავს და რომ – ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა“, – წერს პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, საქართველო ივანიშვილის გარეშე, არ ნიშნავს – მიშას საქართველოს.

მსგავსი