თამარ ჩარკვიანი ახალი პარტიის შექმნას აანონსებს

გამოჩნდება თუ არა პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი პარტია – თაკო ჩარკვიანის განცხადებას ადრესატთა მხრიდან საკმაოდ მწვავე გამოხმაურება მოჰყვა.

„კანონი და სამართლის“ თავმჯდომარის ინფორმაციით, ქვეყნის ყოფილი პრემიერი, ნიკა გილაური ბიძინა ივანიშვილის დავალებით ახალ პოლიტიკურ ძალას ქმნის, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიიდან ცოტა ხნის წინ წასული ხატია დეკანოიძე გაერთიანდებიან. ჩარკვიანის მტკიცებით, წინა ხელისუფლების დროს მთავრობის მეთაურ გილაურს მოქმედ ხელისუფლებასთან ფინანსური ვალდებულებები აქვს. ინფორმაციას მის მიერ დასახელებული არც ერთი პირი არ ადასტურებს. საკმაოდ მწვავე აღმოჩნდა მელიას რეაქცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზე პასიურობის არგუმენტით თაკო ჩარკვიანის მწვავე კრიტიკის სამიზნე ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის პერიოდიდან იყო. ამჯერად მელია და ჩარკვიანი ერთმანეთის მიმართ შეურაცხმყოფელ ეპითეტებსაც არ მორიდებიან.