საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში გაიმართა ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, თამარ ბალავაძის წიგნის – „ერთი ჩემპიონი ქალის ისტორია“ პრეზენტაცია. წიგნი გამოიცა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით.
„ერთი ჩემპიონი ქალის ისტორია“ ეძღვნება ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონ და პრიზიორ, ასევე მსოფლიოსა და ევროპის მედალოსან ქალებს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, ვეტერანი სპორტსმენები და სპორტული მედიის წარმომადგენლები.