თამარ ბაგრატიონმა მეჰრიბან ალიევას უმასპინძლა

18:05, 06.04.2026

აზერბაიჯანის პირველი ლედი აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მეჰრიბან ალიევასთან ერთად, მუზეუმში საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი და საქართველოს კულტურის მინისტრიც იმყოფებოდა. სტუმრები მუზეუმის ისტორიას გაეცნენ. ასევე დაათვალიერეს საექსპოზიციო სივრცე და ახუნდოვის კულტურის ცენტრი, სადაც შეხვედრები, გამოფენები და სხვადასხვა კულტურული ღონისძიება იმართება. მუზეუმი 1982 წელს დიდი აზერბაიჯანელი დრამატურგის, საზოგადო მოღვაწისა და მწერლის 170-ე წლისთავთან დაკავშირებით გაიხსნა სწორედ იმ შენობაში, რომელშიც მირზა ახუნდოვი ცხოვრობდა. მირზა ახუნდოვის მოღვაწეობა მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან, ხოლო მისი მუზეუმი წარმოადგენს კულტურულ ხიდს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის.

მსგავსი