თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანიდან ნიმუშებს განმეორებით იღებენ. პროცედურას თამარ ბაჩალიაშვილის მამა და ოჯახის ადვოკატი ესწრება. ოჯახის ადვოკატის, ეკა ქობესაშვილის თქმით, დღეს მანქანაში აღმოჩენილი მწერების ექსპერტიზა ჩატარდება. მისივე განმარტებით, ექსპერტიზა ჩატარდება ასევე მანქანაში აღმოჩენილ ბალახზეც. რაც შეეხება ადვოკატის განცხადებით მანქანაში აღმოჩენილ უცხო დნმ-ს, რომელიც პირბადეზე დაფიქსირდა, ოჯახი ელოდება პასუხს კითხვაზე, თუ ვის ეკუთვნის ის.