თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის პირად ნივთებს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ოჯახის ადვოკატი ექსპერტიზის ბიუროში იმყოფებოდა. მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, გამოიკვლიეს ავტომანქანაში აღმოჩენილი მეხსიერების ბარათი და სახლიდან ამოღებულ Wi-Fi-ს მოდემი. მისივე თქმით, დასკვნის შედეგად გამოკვეთილი ინფორმაცია, შესაძლოა, საქმისთვის მნიშვნელოვანი გახდეს.