თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე

თამარ ბაჩალიაშვილის მამა საქმის გამოძიებას შსს-ს სთხოვს. მას არ სურს, რომ პროცესი ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ აწარმოოს. ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, მან გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ უკავშირდებოდა მას და ეუბნებოდა, რომ მის შვილს პრობლემები ჰქონდა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 5-დღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.