თამარ ალანიამ დეპუტატების კითხვებს უპასუხა

ვინ მოირგებს უვადო მოსამართლის მანტიას საქართველოს უზენაეს სასამართლოში? პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაგზავნილი 20-კაციანი სიიდან კანდიდატების მოსმენა დაიწყო. დეპუტატები დღეში ერთ კანდიდატს შეხვდებიან.

პირველი კანონმდებლების შეკითხვებს თამარ ალანია პასუხობდა. მის მიმართ კითხვები ეხებოდა გახმაურებულ საქმეებს, მათ შორის, გვანცა ყუფარაძის და მუხროვანის ამბოხში ბრალდებულთა საქმეს, ასევე, თუ როგორ მოხვდა თამარ ალანია 2018 წლის დეკემბერში პარლამენტისთვის გადაგზავნილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში.