თამარ ​ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე

თამარ ბაჩიალიაშვილის ოჯახის ადვოკატი საგამოძიებო უწყებაში საქმის მასალებს გაეცნო. კონკრეტულად რა იყო უფლებადამცველის მიერ დათვალიერებული და შესწავლილი, ადვოკატი ამ დეტალებთან დაკავშირებით ჯერ არ საუბრობს. მიხეილ რამიშვილი რუსთავში საგამოძიებო უწყებაში ხვალაც აპირებს მისვლას და მათ შორის სათვალთვალო კამერების ჩანაწერების დათვალიერებას. როგორც ადვოკატი ამბობს, ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს, ხოლო რაც შეეხება სხვა ვერსიებს ბაჩალიაშვილის გარდაცვალებაზე, არცერთი ვერსია არ გამოირიცხება, მათ შორის არც ის, რომ შესაძლოა, ტერიტორიაზე ორი ავტომანქანა იმყოფებოდა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად საქმე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აღიძრა, მოგვიანებით საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.