თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში საქმის მასალებს გაეცნო. უფლებადამცველი ამბობს, რომ საქმესთან დაკავშირებით, ბევრი შეკითხვა ჯერ ისევ პასუხგაუცემელია, თუმცა გამოძიების მიმდინარეობასთან, ამ ეტაპზე, პრეტენზია არ აქვს.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს დღეს დაკრძალავენ. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება ორი მიმართულებით – თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს. ამასთან, პროკურატურის დადგენილების საფუძველზე, თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს.