ტალახაძის რეკორდი

ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ პირველ მოძრაობაში 219 კგ დააფიქსირა, რაც მსოფლიო რეკორდია.

წინა რეკორდი, 218 კგ ასევე ლაშა ტალახაძეს ეკუთვნოდა, შესაბამისად მან თავისივე შედეგი გააუმჯობესა. საგულისხმოა, რომ რეკორდი ოფიციალური მას შემდეგ გახდება, რაც ტალახაძე ახალ წონას კონტინენტურ ტურნირზე, მსოფლიო ჩემპიონატზე ან ოლიმპიურ თამაშებზე დააფიქსირებს.

109 კგ წონით კატეგორიაში მეორე მოძრაობაში შეჯიბრი ტალახაძემ 256 კგ-ის აწევით დაასრულა, ჯამში 475 კგ დააფიქსირა და პირველი ადგილი დაიკავა. მეორეზე ბაქარ თურმანიძე გავიდა, მესამეზე კი თორნიკე ტაბატაძე.

109 კგ წონით კატეგორიაში ოქრო აკაკი ტალახაძეს ერგო, მეორეზე მირზა დავითაძე გავიდა, ბრინჯაოს კი ვანო ქაზუმაშვილი დაეუფლა.

დატოვე კომენტარი