ტალახაძის მორიგი ტრიუმფი აღნიშნეს მშობლიურ საჩხერეში

ლაშა ტალახაძის მორიგი ტრიუმფი საგანგებოდ აღნიშნეს ლეგენდარული სპორტსმენის მშობლიურ საჩხერეში. გულშემატკივარი საჩხერის სტადიონზე შეიკრიბა და ქართველი გოლიათის ასპარეზობას დიდ ეკრანზე უყურებდა.

ლაშა ტალახაძის ისტორიული წარმატებას გულშემატკივრები ოვაციებითა და შეძახილებით შეხვდნენ. ლაშა ტალახაძეს ისტორიული გამარჯვება მიულოცა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ჩემპიონს ტელეფონით დაურეკა და ასევე მილოცვის ტექსტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა: „გამარჯვება, რომელსაც ყველა ველოდით! მსოფლიო სპორტის ლეგენდა ლაშა ტალახაძე, უკვე მეორედ, ოლიმპიური ჩემპიონია და დაამყარა მსოფლიოს ორი ახალი რეკორდი! ვულოცავ ლაშას და სრულიად საქართველოს!“ – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ადამიანს წარმატებას ულოცავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე: „საქართველოს ჰყავს ლაშა ტალახაძე – ფენომენალური სპორტსმენი, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა! ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებას!“ – წერს კახა კუჭავა ფეისბუქის გვერდზე.

სოციალური ქსელით ულოცავს ტალახაძეს სალომე ზურაბიშვილი: „გილოცავთ ყველას ლაშა ტალახაძის ოქროს. ვულოცავ მას კიდევ ერთ ღირსეულ გამარჯვებას და მსოფლიო რეკორდის მოხსნას. საქართველო 23-ე ადგილზეა, 7 მედლით!“ – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

ქართველ სპორტსმენს დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს საქართველოში ამერიკის საელჩოც.

„ლაშა ტალახაძემ დღეს ძალოსნობაში სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ვულოცავთ ლაშას ამ გასაოცარ მიღწევებს და საქართველოს, ტოკიოს ოლიმპიადაზე მეშვიდე მედალს!“ – ნათქვამია ამერიკის საელჩოს განცხადებაში. ლაშა ტალახაძეს წარმატება როგორც მმართველი ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

ლაშა ტალახაძის მეორე ოლიმპიური ოქრო