თაკო ჩარკვიანის ბრალდება - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში

პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერი, თამარ ჩარკვიანი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური პოლიტიკაში დაბრუნებასა და ახალი პარტიის ჩამოყალიბებას გეგმავს. ჩარკვიანის განცხადებით, ამ პარტიის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას და გილაური მასთან ვალშია. მისივე თქმით, ამ პარტიაში გაწევრიანებას გეგმავენ ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე. საიდან აქვს ეს ინფორმაცია თამარ ჩარკვიანს – ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ დეტალებზე ის შაბათს, პირველ აპრილს ილაპარაკებს.