თაკო ჩარკვიანი „საერთო სახალხო მოძრაობას“ აფუძნებს

თაკო ჩარკვიანის ახალი ინიციატივა – მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საქართველოში ჩამოსვლის მორიგი დაპირების მოსმენის შემდეგ „კანონი და სამართლის“ ლიდერი ახალ ორგანიზაციას აფუძნებს.

„საერთო სახალხო მოძრაობა“ მთავარ მიზნად სამშობლოში ყოფილი პრეზიდენტის მშვიდობიანად დაბრუნებაში დახმარებას აცხადებს. კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა დაეხმაროს მოძრაობა უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელს, არ სახელდება. ასევე უცნობია ორგანიზაციის შემადგენლობა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სააკაშვილი ქვეყანაში ჩამოსვლას ამჯერად არჩევნების წინ აანონსებს და დაკავების შემთხვევაში ხალხის მიერ გათავისუფლების იმედი აქვს.

ჩარკვიანის მოძრაობას პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი სკეპტიკურად და არასერიოზულად უყურებს, – ისევე როგორც საქართველოში დაბრუნების კიდევ ერთ დაპირებას.