ტაჯიკეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დასრულდა

ტაჯიკეთში საქართველოს დელეგაციის პირველი მაღალი დონის ვიზიტი დასრულებულია. პოლიტიკური ურთიერთობების გაძლიერება, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, სავაჭრო მიმართულებების გაფართოება, პარტნიორობა განათლებისა და კულტურის სფეროებში. დელეგაციამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დუშანბეში 11 შეთანხმებას მოაწერა ხელი. გამოქვეყნდა საქართველო-ტაჯიკეთის ერთობლივი კომუნიკეც, რომლის მიხედვითაც, თანამშრომლობის განმტკიცება ორივე ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, მხარეები კი ყველა დონეზე პოლიტიკური კონტაქტების გაძლიერების სურვილს გამოთქვამენ. ორი დღის განმავლობაში გამართულ შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა, საქართველოს, როგორც აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი რგოლის უმნიშვნელოვანესი როლი, ტაჯიკეთი დაინტერესებულია ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალითა და სამომავლო ურთიერთობების განვითარებით.