ტაილანდური სერიალის გადაღება საქართველოში

საქართველოში ტაილანდური ტელესერიალის გადაღებები მიმდინარეობს.

„ორმაგი ბიჭი“ ასე ჰქვია ქართულ-ტაილანდურ კოპროდუქციას. სერიალის სიუჟეტი ნამდვილ და უჩვეულო ამბავზეა აგებული და ტაილანდელი სიამის ტყუპი ბიჭების თავგადასავალზე გვიამბობს. მრავალსერიანი ფილმის კადრები, გადამღებმა ჯგუფმა პროგრამის, „გადაიღე საქართველოში“, ფარგლებში, სვანეთში, სართიჭალაში, ქუთაისსა და თბილისში გადაიღო.

სერიალის ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიზა ციციშვილი და ლევან ქართველიშვილი დაესწრნენ.