ტაილანდში, 10 დღის წინ მღვიმეში დაკარგული მოზარდები ცოცხლები იპოვეს
- ტაილანდში, მღვიმეში დაკარგული მოზარდები 10 დღიანი ძიების შემდეგ ცოცხლები იპოვეს. საფეხბურთო ნაკრების წევრი 12 ბიჭი, რომელთა ასაკი 11-დან 16 წლამდე მერყეობს, ასევე მათი 25 წლის მწვრთნელი, მღვიმეში გასულ შაბათს შევიდნენ და დაიკარგნენ.
- აშშ არ აღიარებს ყირიმის ანექსიას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნებამდე ძალაში დარჩება, – ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სარა სანდერსმა განაცხადა. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა ყირიმის ანექსიის აღიარების შესაძლებლობის შესახებ დასმულ შეკითხვაზე უპასუხა „ვნახოთ“.
- 51 დღეა ოლეგ სენცოვი შიმშილობს.