ტაიფუნი ჩინეთში

ჩინეთს ტაიფუნი „ინ-ფა“ უახლოვდება. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ტაიფუნი დღეს შანჰაის აღმოსავლეთ სანაპიროს დაატყდება თავს, რის გამოც, პორტიდან ათობით გემის ევაკუაცია განხორციელდა. დაიკეტა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიც, მათ შორის პარკები და მუზეუმები. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ავიარეისებისა და სარკინიგზო ტრანსპორტის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით, ტაიფუნი 146 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს და ჩინეთის ტერიტორიამდე მიღწევის შემდეგ, ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში ძლიერ წვიმას და წყალდიდობებს გამოიწვევს. გასულ კვირაში ძლიერი წვიმით გამოწვეულმა წყალდიდობამ, სულ მცირე 58 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ჰენანის პროვინციაში. რეგიონში სამაშველო სამუშაოები დღემდე მიმდინარეობს.