თაღლითობის შემთხვევა - აღკვეთის ღონისძიების შეფარდება

თბილისის საქალაქო სასამართლო თაღლითობის საქმეზე დაკავებული ორი პირის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.

პროკურატურა კაფე-ბარ „კაპრეს“ მფლობელისა და ბარის მიმტანისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. გამოძიების მტკიცებით, ბარის მფლობელის მითითებით თანამშრომლები ტურისტებს არარეალურად დიდ თანხას ახდევინებდნენ. ასევე ფიქსირდება ეპიზოდი, რომლის მიხედვით ჩინეთის მოქალაქეს, საკრედიტო ბარათი მოპარეს და ანგარიშიდან 15 ათას ლარამდე თანხა მოხსნეს.