თაღლითობა საკრედიტო ბარათებით

თაღლითური სქემის მსხვერპლი – მოქალაქის სახელფასო ბარათიდან ერთ-ერთ ონლაინტოტალიზატორში, ანგარიშზე სოლიდური თანხა ისე ჩაირიცხა, რომ ბარათის მფლობელმა ტრანზაქციის შესახებ არაფერი იცოდა. უკანონო სქემის ავტორის ვინაობის დადგენა ვერ ხერხდება, მის გარეშე კი მითვისებული თანხის დაბრუნება შეუძლებელია.

მსგავსი შემთხვევების ოფიციალური სტატისტიკა ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა, არასანქცირებული გადარიცხვების რისკი არაერთ საიტზე არსებობს.

როგორც ირკვევა, ასეთი საფრთხის წინაშე, შესაძლოა, დადგეს ყველა ის მოქალაქე, რომელთა საბანკო ბარათების მონაცემები გარეშე პირისთვის ცნობილია. ამიტომ, სფეროს სპეციალისტები ბარათების მფლობელებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.