ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ტაძარს ერთობლივი ძალებით აშენებენ. ამ პროცესს სოციალურ ქსელში ათასობით ადამიანი გულშემატკივრობს. ადგილზე, სადაც ღვთისმსახურება ჯერ კიდევ მეჩვიდმეტე საუკუნიდან აღევლინებოდა, ახლა თანასოფლელები სამნავიან ბაზილიკას საკუთარი ხელით, რესურსითა და სიყვარულით აგებენ. საჭირო თანხა პირველ ეტაპზე თავად ადგილობრივებმა გაიღეს, ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოების შემდეგ კი ქველმოქმედებაში თითქმის მთელი საქართველო ჩაერთო.
ნატა ტაბიძის და ვახტანგ ლეკიაშვილის რეპორტაჟი ახალსოფლიდან.