ტაბახმელაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა

12:28, 23.09.2025

ტაბახმელაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა. კომპლექსის ტერიტორიაზე, საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო და საკალათბურთო მოედანი აშენდა. ტერიტორიაზე განთავსდა 500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა და მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა. სპორტული კომპლექსის მშენებლობა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ახალი სპორტული კომპლექსი დღეს თბილისის მერმა დაათვალიერა.

მსგავსი