სწავლების მეთოდები ინკლუზიურ განათლებაში

რამდენად ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის განათლება, – ქვეყანაში არსებულ ვითარებას ფინეთიდან ჩამოსული ექსპერტები სწავლობენ და კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. სწორედ ფინეთში დანერგილ ინკლუზიური განათლების მოდელს მიიჩნევენ მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სისტემად. შშმ პირებთან შეხვედრების დროს მთავარ გამოწვევად ინფრასტრუქტურის კუთხით არსებული პრობლემები და საგანმანათლებლო რესურსების სიმცირე დასახელდა.