სწავლება ქუთაისის აეროპორტში

18:27, 29.07.2026

ქუთაისის  საერთაშორისო აეროპორტის მუშაობის სპეციფიკის  და უსაფრთხოების მიზნით, მორიგი სწავლება ჩატარდა. იმიტირებული იყო საჰაერო ხომალდის ავარიული დაშვება, რის შემდეგაც განხორციელდა მგზავრთა ევაკუაცია, ხანძრის ლიკვიდაცია და სხვა საავარიო-სამაშველო ღონისძიებები. მეორე სცენარის მიხედვით კი აეროპორტის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინებაზე რეაგირება განხორციელდა, შეაფასეს საფრთხე, და ჩაატარეს განეიტრალების ღონისძიებები. მსგავსი სწავლებები საქართველოს აეროპორტებში საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია, იკაოს მოთხოვნის შესაბამისად, პერიოდულად ტარდება.

მსგავსი