სწავლება „მეტროპოლიტენი 2020“

„სადგურის მოედნის“, „ნაძალადევისა“და „წერეთლის“ მეტროსადგურებთან სახანძრო-სამაშველო ვარჯიში მოეწყო.

სცენარის მიხედვით, მეხანძრეებს მატარებლის ვაგონში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა და მგზავრთა ევაკუაცია ევალეებოდათ. ინსცენირება სახანძრო-სამაშველო სწავლება „მეტროპოლიტენი 2020“-ის ფარგლებში გაიმართა. აქტივობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ის დანაყოფი მონაწილეობდა, რომელიც რეალური შემთხვევების დროს სახანძრო-სამაშველო ოპერაციებშია ჩართული.