სვიმონ დადიანის მემკვიდრეობა

ცნობილი ქართველი ემიგრანტი მხატვრის უნიკალური მემკვიდრეობა პირვანდელ იერსახეს იბრუნებს.

სვიმონ დადიანის პარიზიდან ჩამოტანილ კოლექციას რესტავრაცია უტარდება. საქართველოდან ემიგრაციაში 1921 წელს წასული მხატვრის შემოქმედებას სამშობლოში ნაკლებად იცნობენ, თუმცა ის მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აღიარებული. ერთ-ერთი ჩანაწერის მიხედვით, მხატვარი საკუთარი ნამუშევრების მამის სახლში თავმოყრაზე ოცნებობდა.