„სვეტის“ დამფუძნებელს ბრალს დღეს წარუდგენენ

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებელსა და დირექტორს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.

ადვოკატების ინფორმაციით, კომპანიის დამფუძნებელი გია ჯიბლაძე ამბობს, რომ ის კორუფციული გარიგებების მსხვერპლია. რაც შეეხება კომპანიის დირექტორს, თორნიკე ჯანელიძე ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. „სვეტის“ ხელმძღვანელები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გუშინ დააკავა. გამოძიება მათ მეანაბრეთა თანხების თაღლითურად მითვისებას ედავება.