სვეტიცხოვლობის დღესასწაული 

21:12, 14.10.2020

დამძიმებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო საგანგებო ზომების ფონზე ჩაიარა სვეტიცხოვლობის დღესასწაულის აღნიშვნამ.

დისტანციის დაცვის მიზნით მრევლის ნაწილი საზეიმო ღვთისმსახურებას ტაძრის ეზოდან ადევნებდა თვალს. სწორედ პანდემიას მიეძღვნა კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგების ძირითადი ნაწილი. ეზოშივე ჩატარდა ზიარებაც. გაუარესებული სტატისტიკიდან გამომდინარე მოკრძალებულად აღნიშნეს მცხეთობაც. ისტორიულ ქალაქში მასშტაბური კულტურულ-სპორტული ღონისძიებები და თავყრილობები წელს აღარ მოწყობილა.

 

მსგავსი