დღეს სვეტიცხოვლობაა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წინდა დიდებულთა თორმეტთა მოციქულთა კრებას აღნიშნავს. ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენებს, რომელიც სვეტიცხოველშია დაბრძანებული. რელიგიურ და სახალხო დღესასწაულზე მცხეთაში მრევლი სხვადასხვა რეგიონიდან შეიკრიბა. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ აღავლინა, რომელმაც ქადაგებისას განსაკუთრებული ყურადღება მოახლოებულ მნიშვნელოვან თარიღზე გაამახვილა. 2026 წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1 700 წელი სრულდება, საიუბილეო დღეების აღსანიშნავად ილია მეორის ლოცვა-კურთხევით სპეციალური კომისია შეიქმნა.