სვეტიცხოვლობა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“ – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქის მოსაყდრემ სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ კი მეუფე შიომ შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სვეტიცხოვლობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 13 ივლისს ეკლესია ქრისტეს მოციქულებს იხსენიებს, 14 ოქტომბერს კი – ქრისტეს კვართს.