სვანური კოშკების რეაბილიტაციის პროექტი

12:40, 20.11.2021

სვანეთში ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი სვანური კოშკების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულის თემში, რატიანების, ჭელიძეებისა და ღვაჩლიანების სამ კოშკს გადაუდებელი რეაბილიტაცია უტარდება. ეს პროცესი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც მიმდინარე წლის ივლისში სვანეთში კულტურის მინისტრი იმყოფებოდა და ვითარებას ადგილზე გაეცნო. სამუშაოებს აწარმოებენ ჯგუფები, რომლებიც, სამინისტროს გადაწყვეტილებით, სრულად დაკომპლექტებულია ადგილობრივებით. სამუშაოები 18 დეკემბერს დასრულდება.

მსგავსი