სვანიძის ქუჩაზე ცხედარი იპოვეს

თბილისში, სვანიძის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარია ნაპოვნი.

ამ დროისთვის ტერიტორია პოლიციას აქვს შემოსაზღვრული. ცხედარი იქვე მდებარე მშენებლობაზე დასაქმებულებმა აღმოაჩინეს. მათი თქმით, ცხედარი გახრწნილია.

ჯერჯერობით არ მომხდარა იდენტიფიცირება. ცხედარი ახლოს მდებარე სასაფლაოს სიახლოვეს არის აღმოჩენილი.

ადგილზე ცოტა ხნის წინ მოსულები იყვნენ 13 ივნისის სტიქიის დროს დაკარგული სერგო კაპანაძის ოჯახის წევრები, თუმცა მათ ჟურნალოსტებთან საუბარი არ ისურვეს.