სვანეთში ჰესების მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ

სვანეთში ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით აქცია გაიმართა.

ადგილობრივებმა განცხადება გაავრცელეს, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს და დიპლომატიურ კორპუსს მიმართეს.

სვანეთის თემთა შეკრების წევრები აცხადებენ, რომ სვანეთში უნდა აიკრძალოს ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც უნიკალურ ბუნებას აზიანებს.

სვანეთის თემთა კავშირის წევრებმა ხელისუფლებას დრო ხვალამდე მისცეს. იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

ხვალ, 12:00 საათზე ადგილობრივები ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ.