სვანეთის უბნის მოსახლეობის მოთხოვნა

12:24, 13.09.2026

სვანეთის უბანში, პეტრე ბაგრატიონისა და სააკაძის ქუჩის მოსახლეობა „მაგთის“ ანტენების დაყენებას აპროტესტებს. როგორც თავად აცხადებენ, ანტენების დაყენების შესახებ ინფორმირებულნი არ იყვნენ მის დემონტაჟს მოითხოვენ. მოსახლეობის ნაწილის თქმით, დემონტაჟის მოთხოვნით განცხადებები უკვე გადაგზავნეს როგორც „მაგთიკომში“, ისე მერიის არქიტექტურის სამსახურში, გარემოს დაცვის სააგენტოსა და ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში, თუმცა, ამ დრომდე კონკრეტული პასუხი არ მიუღიათ.

მსგავსი