სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი „დალი“
სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი „დალი“ დასრულდა. საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებით კინოფესტივალზე წარმოდგენილი Work in progress ფილმებიდან ორი საუკეთესო ნამუშევარი შეირჩა – თენგიზ ასიტაშვილის „ტრაგედია უგმიროდ“ და ედმონდ მინაშვილის „ყვავილების ქვეყანა“. მათ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მიერ დაწესებული ფულადი ჯილდოები გადაეცათ. სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი კი, კინემატოგრაფიაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის, მსახიობმა ზურაბ ყიფშიძემ მიიღო.