ხალდეს აჯანყებაზე საქართველოს პირველი არხი დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

მეცხრამეტე საუკუნის 70-იან წლებში სვანეთში მომხდარ ცნობილ აჯანყებაზე საქართველოს პირველი არხი დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს.

„გაულ, გავხე“, – ასე ერქმევა ფილმს ხალდეს აჯანყებაზე. მანამდე კი 1875-76 წლების ცნობილი მოვლენები ეროვნულ მუზეუმში გაიხსენეს. დღეს გახსნილი გამოფენა საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით  თავისუფლებისათვის მებრძოლი და რუსეთის ძალმომრეობასთან დაპირისპირებული მაღალმთიანი პატარა სოფლის მკვიდრთა თავგანწირვაზე გვიყვება.

დატოვე კომენტარი