სვანეთი ნიკოლოზ ფალიანს დაემშვიდობა
სვანეთი ნიკოლოზ ფალიანს დაემშვიდობა. ცნობილი ქართველი მთამსვლელი და საერთაშორისო სამთო გამყოლი 22 მაისს, უშბაზე ტრაგიკულად დაიღუპა. გამორჩეულ ალპინისტსა და სამთო გიდს საქართველოს ტურიზმის განვითარებაში საკუთარი წვლილი მიუძღვის. ნიკოლოზ ფალიანის გარდაცვალება დიდი დანაკარგია როგორც მისი ოჯახის, მეგობრებისა და სვანეთისთვის, ისე სპორტისა და ტურიზმის საზოგადოებისათვის. მისი სიყვარული მთების მიმართ „მოამბე რეგიონებმა“ არაერთხელ გააშუქა.
ჩვენი გუნდი უსამძიმრებს ნიკოლოზ ფალიანის ოჯახს, მეგობრებსა და ქართულ საზოგადოებას.