სუსლიაკის ადვოკატი საქართველოს წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 36 წლის იულია სუსლიაკის ადვოკატი სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს.

ზურაბ თოდუას თქმით, სარჩელით უკანონო პატიმრობას და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას გააპროტესტებს.

ადვოკატი ამბობს, რომ საქართველოსთან ერთად, მოსარჩელე მხარე შესაძლოა, უკრაინაც იყოს. ადვოკატის თქმით, ამჟამად სუსლიაკი უკრაინაშია.

ადვოკატის განცხადებით, სარჩელი ერთი თვეში იქნება მზად.