სუს-ის უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია პირველ არხს სუს-ის პრესსამსახურში დაუდასტურეს, თუმცა გოგაშვილის მიერ თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე უწყებაში არ საუბრობენ.

იოსებ გოგაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილედ 2015 წლიდან მუშაობდა.

მოამბე

დატოვე კომენტარი