სუს-ში ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვა - უკანონო შემოსავლების ლეგალიზების საქმე 

უკანონო შემოსავლების ლეგალიზების საქმე – ირაკლი ღარიბაშვილი სუს-ში გამოკითხეს.

გამოძიება ამბობს, რომ ყოფილმა პრემიერმა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღება აღიარა. დღესაც არ დაკონკრეტებულა, რას ეხება მთავრობის ყოფილი მეთაურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ექს-ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილის და ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები. უახლოეს დღეებში ბრალდების მხარე გადაწყვეტს, აღკვეთის რა ზომას მოითხოვს ღარიბაშვილის მიმართ სასამართლოსგან. მანამდე კი იყო სახლებში ჩატარებული ჩხრეკა, ამოღებული სოლიდური თანხა და ძვირფასი ნივთები. სისხლის სამართლის საქმეებში დღეს კიდევ ერთი ფიგურანტი გაჩნდა: გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე, რომელსაც დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებიან. საუბარია რვა წელზე. გამოძიება ერთ-ერთ მტკიცებულებად მისგან ამოღებულ თითქმის მილიონნახევარ დოლარს ასახელებს და კონკრეტულ დანაშაულებრივ სქემაზე საუბრობს.