სუს-მა პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე დააკავა

21:08, 09.10.2025

კიდევ ერთი საქმე, რომელშიც გიორგი ბაჩიაშვილი ფიგურირებს. დაკავებულია პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე.

გამოძიება ამტკიცებს, ივლისში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის ცემა ინსცენირებული და წინასწარ შემუშავებული გეგმის ნაწილი იყო. საუბარია სხვა ციხიდან გადაყვანილ და ბაჩიაშვილის საკანში შესახლებულ პატიმარზე, რომელსაც კრიპტოვალუტების საქმეში ბრალდებული ფიზიკურ თავდასხმაში და ჯანმრთელობისთვის სერიოზული დაზიანებების მიყენებაში ადანაშაულებს. სუს-ის საგამოძიებო მასალების მიხედვით, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე, გიორგი ქემოკლიძე გიორგი ბაჩიაშვილთან წინასწარ შეთანხმებული იყო და მისივე დავალებით მოხდა პატიმრის შესახლების შემდეგ ბაჩიაშვილის საკნის ვიდეო სათვალთვალო კამერის გათიშვა. ყოფილ მაღალჩინოსანს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე სასჯელს გლდანის მერვე დაწესებულებაში იხდის. ორი დღის წინ ამ ციხის ყოფილმა ხელმძღვანელმა თავი მოიკლა. საუბარია დავით გოგობერიშვილზე, რომელმაც ივლისის ინციდენტის შემდეგ თანამდებობა დატოვა.

მსგავსი