სუს-მა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავა

12:04, 21.06.2025

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტები – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე დააკავა.

როგორც სუს-ის მიერ ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, ეკონომიკის სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე მუშაობის დროს, მიქაუტაძე პირადი სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ სარგებლობდა თავისი თანამდებობით, შედეგად კი, მისი ქონებრივი მდგომარეობა თანამდებობაზე განწესების შემდეგ, მილიონობით ლარით გაიზარდა. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი დიდი ოდენობით უკანონო, არადეკლარირებულ შემოსავალს იღებდა, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტებში, მათ შორის, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებში არ ასახულა.

რომეო მიქაუტაძე მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

რას ედავებიან ეკონომიკის მინისტრს ყოფილ მოადგილეს? – ხატია ჯამალაშვილი ესწრებოდა ბრიფინგს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

 

მსგავსი