სუს-ის ყოფილი უფროსის მოადგილის დაკავება

დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების რაოდენობა იზრდება. სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა კიდევ ერთი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი.

სუს-ის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. ლევან ახობაძეს ქრთამის აღება ედება ბრალად. მის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები ცოტა ხნის წინ დასრულდა. ახობაძე სუს-ში თანამდებობას მაშინ იკავებდა, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გრიგოლ ლილუაშვილი იკავებდა. გამოძიების ინტერესის საგანია 250 000 ლარი, რომელიც საგამოძიებო მასალების მიხედვით, ახობაძემ ქრთამის სახით და შუამავლების დახმარებით კერძო პირისგან აიღო. თუ ძიებას დავეყრდნობით, სწორედ ყოფილი მაღალჩინოსანი დაეხმარა კერძო მეწარმეს საზღვარზე არადეკლარირების გამო ჩამორთმეული მილიონ 200 000-მდე ლარის დაბრუნებაში. დაკავებულის ინტერესებს ასევე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი იცავს. რაჟდენ კუპრაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ ანტიკორუფციულ ბიუროს ხელმძღვანელობდა, ამ წუთებში საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფს ხვდება. სამართალდამცავი უწყება საქმის ფიგურანტთა წრის გაფართოებას არ გამორიცხავს.