სუს-ის უფროსმა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თამაზ ბორაშვილმა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, თამაზ შუბითიძე წარუდგინა. სუს-ის უფროსმა განაცხადა, რომ თამაზ შუბითიძეს მრავალი წლის განმავლობაში, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტში სხვადასხვა საფეხურზე თანმიმდევრული კარიერული წინსვლა აქვს გავლილი, რაც სამომავლოდ დანაყოფის საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის. ბორაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, რომან ქარცივაძეს გაწეული სამსახურისთვის.